უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევზე თავდასხმა მოიგერია

რუსულმა ძალებმა კიევის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა, თუმცა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ყველა მათგანი გაანადგურეს, - ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მტერმა დედაქალაქზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით, კვლავ Shahed-ის ტიპის საბრძოლო მასალა გამოიყენეს. მტერი ორი დღეა ზედიზედ უშვებს კიევისკენ ირანულ უპოლოტო საფრენ აპარატებს. საჰაერო იერიში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა კიევის ირგვლივ საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს“, - აცხადებენ კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციის განმარტებით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ და მიმდინარეობს ოპერატიული მონაცემების განახლება და დაზუსტება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა