ანატოლი ანტონოვი - ვილნიუსში გაკეთებულმა განცხადებებმა ნატო-ს ანტირუსული მუხტი დაადასტურა - ცოტას თუ აინტერესებს "სასაკლაოზე“ მიგდებული უკრაინელების ბედი

ვილნიუსში გაკეთებულმა განცხადებებმა ნატო-ს ანტირუსული მუხტი დაადასტურა, ბლოკის მთელი რესურსი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში იხარჯება, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

„ვილნიუსში გაკეთებულმა განცხადებებმა ნატო-ს ანტირუსული მუხტი დაადასტურა. რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარ საფრთხედ არის მიჩნეული. ბლოკის მთელი რესურსი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში იხარჯება. ვაშინგტონის მიერ წამოწყებული „ჰიბრიდული ომით“ სამხედრო მრეწველები ფულს შოულობენ და ამისთვის გადახდა დასავლეთის ქვეყნების რიგითი მოქალაქეებს უწევს. ცოტას თუ აინტერესებს ამერიკელი და ნატოელი კურატორების მიერ "სასაკლაოზე" მიდგებული უკრაინელების ბედი“, - აღნიშნა ანტონოვმა.

მისი მტკიცებით, ვერ ეგუება დომინანტური პოზიციის დაკარგვის აზრს და უკრაინას აიძულებს, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა განაგრძოს.

„შეერთებული შტატები ვერ ეგუება მსოფლიოში თავისი დომინანტური პოზიციის დაკარგვის აზრს, ამითაა განპირობებული ვაშინგტონის მზადყოფნა, მიაწოდოს კიევს კასეტური საბრძოლო მასალები და მოსთხოვოს უკრაინას, გააგრძელოს შეტევა რუსეთის ფედერაციის რეგიონების წინააღმდეგ წარმატების შანსის გარეშე“, - განაცხადა ანტონოვმა.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს