ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცოგოვინას სამხედრო შესაძლებლობების განვითარებისთვის ნიდერლანდები ნატო-ს ფონდში დამატებით 8 მილიონ ევროს შეიტანს

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვოპკე ჰუქსტრას განცხადებით, საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცოგოვინას სამხედრო შესაძლებლობების განვითარებისთვის ნიდერლანდები ნატო-ს ფონდში დამატებით 8 მილიონ ევროს შეიტანს.

„აღნიშნული თანხა უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის სისტემებზე, საბრძოლი მასალების საწყობების დაცვის გაზრდასა და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლაზე დაიხარჯება“, - განაცხადა ვოპკე ჰუქსტრამ.

მისივე თქმით, რუსეთი ამ ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებს არ ეშვება და ამ თვალსაზრისით ნატო-ს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღევანდელ არასტაბილურ დროში ნატო-ს მოკავშირეების თანამშრომლობა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებთან ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან რუსეთი საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინას შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს“, - განაცხადა ვოპკე ჰუქსტრამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა