ხატია დეკანოიძე - ამ ხელისუფლების პირობებში  ნატო-ში ინტეგრაციის გზა ხარისხობრივად ვერ გაუმჯობესდა - ჩვენ რომ პროდასავლური ხელისუფლება გვყოლოდა, ნამდვილად სხვა მოცემულობა იქნებოდა

ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის გზა ხარისხობრივად ვერ გაუმჯობესდა. ჩვენ რომ გვყოლოდა ეროვნული, პროდასავლური ხელისუფლება, ნამდვილად სხვა მოცემულობა იქნებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ნატო-ს სამიტი შეაფასა.

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი „ქართული ოცნების“ რიტორიკიდან პრაქტიკულად, გამქრალია.

„მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დაფიქსირდა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება, ბუქარესტის სამიტის ერთგულება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია პრაქტიკულად, გამქრალია ყოველგვარი რიტორიკიდან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

უკრაინასთან მიმართებაში გაცილებით უფრო სიცხადეა. 2024-ში, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ვაშინგტონის სამიტზე ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ის, რაც ხდება ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა