შარლ მიშელი - მზად ვართ იმისთვის, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მივცეთ და ამ მიმართულებით ყველა ძალისხმევაში მივიღოთ მონაწილეობა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას მხარს უჭერს და მზად არის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა მიიღოს.

მისივე თქმით, ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ნატო-სთან კოორდინირებით უსაფრთხოების გარანტი გახდეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ერთად ვიყოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ევროკავშირსა და ნატო-ს შორის ჩინებული თანამშრომლობაა ჩამოყალიბებული. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ნატო-სთან სრული კოორდინირებით ევროკავშირიც უსაფრთხოების გარანტი გახდეს.

ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მივცეთ და ამ მიმართულებით ყველა ძალისხმევაში მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის