ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატოში სიღრმისეულ შიდა გარდაქმნას, ინსტიტუტების და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას მოითხოვს - მზად ვართ, დავეხმაროთ კიევს, რომ ეს გზა მალე გაიაროს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის გაწევრიანება როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ამ ქვეყნისგან სიღრმისეულ შიდა გარდაქმნას, ინსტიტუტების და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას მოითხოვს და ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს ოფიციალურ კიევს იმაში, რომ ალიანსში გაწევრიანების გზა, რაც შეიძლება მალე გაიაროს.

მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა იმისთვის, რომ უკრაინის სურვილი გახდეს არამარტო ევროკავშირის, არამედ ნატოს წევრი ქვეყანა, ასრულდეს.

„ჩვენ გვაქვს მთავარი შესაძლებლობა - შევიტანოთ ჩვენი წვლილი უკრაინის სურვილის ასრულებაში, გახდეს არამარტო ევროკავშირის, არამედ ნატოს წევრიც. ამისთვის რეფორმების გატარება, ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა არის საჭირო. ევროპული კომისია ინტენსიურად ეხმარება უკრაინას ამ რეფორმების გატარებაში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს