ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რა საკითხებს განიხილავს უკრაინული მხარე დღეს, ნატოს სამიტის ფარგლებში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაცია სამი პრიორიტეტული საკითხის განხილვას გეგმავს - კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, ნატოში უკრაინის მოწვევა და უსაფრთხოების გარანტიები.

მისივე თქმით, უკრაინა მთელი გაგებით ეკიდება პარტნიორების პოზიციას და აცნობიერებს, რომ ნატოში მოწვევა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული.

„პირველი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში - უკრაინის ჯარისთვის შეიარაღების ახალი პაკეტების მიღება, მეორე - ნატოში მოწვევა და მესამე, რაზეც ვისაუბრებთ და ვიბრძოლებთ - ნატოს გზაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა იქნება. ჩვენ გვსურს ყველასთან ერთ მხარეს ვიყოთ, გაგებით ვეკიდებით პარტნიორების პოზიციას და ვაცნობიერებთ, რომ ნატოში მოწვევას მივიღებთ იმის შემდეგ, რაც ამის საშუალებას უსაფრთხოების ზომები მისცემს. პარტნიორებთან ყველა ეს საკითხი მინდა განვიხილო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში