2023-2024 წელსაც „გალფის“ ინიციატივით, 100 პირველკურსელს ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება

სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, პროექტის „მომავალი ჩვენია“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად წარჩინებული პირველკურსელები 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურად 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.

მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და „გალფის“ დამფუძნებელმა ვანო ნაკაიძემ მოაწერეს.

დოკუმენტის თანახმად, კომპანია „გალფი“ 100 სტუდენტისთვის, რომლებმაც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში უზრუნველყოფს სტიპენდიის ჩარიცხვას ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.

სტიპენდია გაიცემა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სტუდენტობის კანდიდატთა შორის უმაღლესი შედეგის მქონე 100 აბიტურიენტზე.

სასტიპენდიო პროგრამას „მომავალი ჩვენია“ უკვე მეორე წელია კომპანია გალფი ანხორციელებს.

კომპანია გალფის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა წარმოადგენს და კომპანია განათლების მიმართულებით მომავალშიც გეგმავს რიგ კამპანიებს.

(R)

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება