შოთა ტყეშელაშვილი - შეფასება, თითქოს საპროკურორო საბჭოს საქმიანობა ეფექტური არ არის, სუბიექტურია - საბჭო ყველა არსებულ გამოწვევას პასუხობს

შეფასება, თითქოს საპროკურორო საბჭოს საქმიანობა ეფექტური არ არის, სუბიექტურია, რაზეც დასაბუთებული პასუხი გავეცით და გვაქვს პოზიცია, რომ საბჭოს საქმიანობა, რა თქმა უნდა, პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც არსებობს, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, შოთა ტყეშელაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ მიერ პროკურატურასთან დაკავშირებული კვლევის განხილვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საპროკურორო საბჭო მზადაა თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც საბჭოს საქმიანობით დაინტერესდება.

„ასევე, მზად ვართ მოვისმინოთ ჯანსაღი კრიტიკა, შევაფასოთ ჩვენს წინაშე არსებული საკითხები. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ანგარიში, რომელთა დაკავშირებით ჩვენ გავაჟღერეთ ჩვენი პოზიცია, ჩვენი ხედვა. მე როგორც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე გეტყვით, რომ საბჭო ეფექტურად მუშაობს. რაც შეეხება შეფასებას, თითქოს, საპროკურორო საბჭოს საქმიანობა არ არის ეფექტური, ეს არის სუბიექტური შეფასება კონკრეტული საკითხის, რომელიც წარმოდგენილი იყო ანგარიშის დროს, მათი ხედვა. ამაზე ჩვენ არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი გავეცით და გვაქვს პოზიცია, რომ საბჭოს საქმიანობა, რა თქმა უნდა, პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც არსებობს“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს