მეთიუ მილერი - რა გათვლაც და მოთხოვნებიც არ უნდა ჰქონდეს რუსეთს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების არდაშვებასთან დაკავშირებით, ის ამაო იქნება - ჩვენ დღესაც ვადასტურებთ ამ პოზიციას - უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებით, რა გათვლაც და მოთხოვნებიც არ უნდა ჰქონდეს რუსეთს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების არდაშვებასთან დაკავშირებით, ის ამაო იქნება.

მისივე თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მოსკოვი ნატო-ში უკრაინის არშესვლაზე ვალდებულებების აღებას ითხოვდა, მაგრამ ვაშინგტონმა მკაფიოდ გააგებინა, რომ ეს საკითხი არ განიხილება.

„ჩვენ დღესაც ვადასტურებთ ამ პოზიციას - უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი”, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მან ასევე აღნიშნა, რა გათვლაც არ უნდა ჰქონდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, საკმარისია უკრაინის უსაფრთხოების დარგში აშშ-ს მიერ გაწეული დახმარების გადახედვა, რომელსაც უკრაინა „ბრძოლის ველზე ძალიან კარგად იყენებს“.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის