ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის გამშვებ დანადგარებს და რაკეტებს მიაწვდის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის გამშვებ დანადგარებს და რაკეტებს მიაწვდის. აღნიშნული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები ძალზედ მნიშვნელოვანია რუსეთის ტერორისგან დაცვისთვის და ასევე, საუკეთესო სიგნალია იმის შესახებ, რომ ევროპა უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის სივრცედ დარჩება.

„მადლობას ვუხდი გერმანიას უკრაინის მრავალ და მრავალწლიანი მხარდაჭერის მზადყოფნისთვის. მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები ყველასთვის საუკეთესო სიგნალია იმის შესახებ, რომ ჩვენი ევროპა უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის სივრცედ დარჩება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს