უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბენიზისთან გამართულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ახალი თავდაცვის პაკეტის ფარგლებში ავსტრალია უკრაინას 30 ჯავშანმანქანას Bushmaster-ს გადასცემს.
ზელენსკის თქმით, უკრაინასა და ავსტრალიას შორის სრული პოლიტიკური გაგება სუფევს.
„ავსტრალიამ უკრაინისთვის ახალი თავდაცვის პაკეტი მიიღო, 30 Bushmaster-ის ჩათვლით. შეხვედრა წარმატებული იყო. ჩვენ შორის სრული პოლიტიკური გაგება სუფევს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.