იენს სტოლტენბერგი - უკრაინა ნატოსთან ძალიან ახლოს დგას - მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა უკრაინას, როგორც მოკავშირეს შევხვდებით

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა ნატოსთან ძალიან ახლოს დგას და ის მოუთმენლად ელის იმ დროს, როდესაც უკრაინას, როგორც მოკავშირეს შეხვდება.

აღნიშნული განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრამდე გააკეთა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მისივე თქმით, რუსეთთან ომის შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო მექანიზმები უნდა არსებობდეს, რომელიც მის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას შეაჩერებს.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ როცა ეს ომი დამთავრდება, უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო მექანიზმები არსებობდეს, რომლებიც ამ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მომავალი აგრესიის შეჩერებაში დაეხმარება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა