ანჯეი დუდა - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მომავალი წევრობის შესახებ ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მომავალი წევრობის შესახებ ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის.

მისივე თქმით, ნატოში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობის კონკრეტულ ვადებზე საუბარი რუსეთთან ომის დასრულებამდე შეუძლებელია.

“იმედი მაქვს, რომ ჩვენი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი უკრაინა უკვე რამდენიმე წელიწადში გახდება. რუსეთთან ომის დასრულებამდე კონკრეტულ ვადებზე საუბარი შეუძლებელია. ახლა ამ საკითხზე მსჯელობა ძალიან რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ამისთვის ნატოში ერთსულოვნება არის საჭირო”, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე, აღნიშნა, რომ ნატოში უკრაინის წევრობა ალიანს გააძლიერებს და ასევე, პოლონეთის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს.

“უკრაინა ნატოს ბრძოლაში გამოცდილ ჯარს დაახვედრებს. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ბუფერულ ზონას, რომელიც პოლონეთს და ალიანსის სხვა წევრ ქვეყნებს რუსეთის მხრიდან საფრთხისგან დაიცავს”, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა