ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, დღეს ნატოში უკრაინის გაწევრიანება რუსეთთან ომის დაწყებას ნიშნავს.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართება, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მაქსიმალურად პირდაპირი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან აშშ ალიანსის სიფრთხილეს მხარს უჭერს.
„შეხვედრაზე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების ნიუანსებს აუხსნის“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.