ნორვეგია უკრაინას სამხედრო დამხმარების დამატებით პაკეტს გადასცემს

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის განცხადებით, უკრაინა NASAMS-ის ორ დანადგარს და ათას Black Hornet-ის დრონს მიიღებს.

მისივე თქმით, აღნიშნული უკრაინისთვის ადრე გადაცემული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მუშაობის გამძლეობას და მოქნილობას უზრუნველყოფს.

"ნორვეგია უკრაინას NASAMS-ის მხარდაჭერისთვის საჭირო პაკეტს გადასცემს, რომელიც ორ დამატებით ცეცხლის მართვის ცენტრს, ორ გამშვებ დანადგარს და სათადარიგო ნაწილებს მოიცავს“, - განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ნორვეგიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ფონდის მოცულობა 10 მლრდ. ნორვეგიულ კრონამდე გაზარდა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში