მიუხედავად იმისა, ეს ბატონი კობახიძის თვალებში მხდის თუ არა ოდიოზურად, შესანიშნავი იყო ციხიდან გათავისუფლებული ნიკა გვარამიას ნახვა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“მიუხედავად იმისა, ბატონი კობახიძის თვალებში მხდის თუ არა ეს ოდიოზურად, შესანიშნავი იყო ციხიდან გათავისუფლებული ნიკა გვარამიას ნახვა, რომელშიც იგი შეთხზული პოლიტიზებული ბრალდებებით ჩააგდეს, და რომელიც მზად არის დაიცვას თავისუფალი მედია საქართველოში!”, - წერს ლექსმანი.