თავდაცვის მინისტრის მოადგილე - „თავდაცვის კოდექსის“ დისკრედიტაციის მცდელობები გვქონდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ მცდელობა მცდელობად დარჩა - ჩვენ გვექნება კანონი, რომელიც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უზრუნველყოფს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, „თავდაცვის კოდექსის“ კანონპროექტი ეროვნულ ინტერესებსა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებს ის აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებულ კრიტიკას, გიორგაძე პასუხობს, რომ ეს „დისკრედიტაციის მცდელობა უფროა, ვიდრე ჯანსაღი კრიტიკა“.

„ამას უფრო დეზინფორმაციას და დისკრედიტაციის მცდელობას დავარქმევდი, ვიდრე ჯანსაღ კრიტიკას. გასაგებიც იყო, ვიწრო პოლიტიკური ინტერესი არსებობდა, მაგრამ ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დგას და, რა თქმა უნდა, ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ეროვნულ ინტერესებს ვერ გადასძალავს...

დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტს, უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტის მეორე მოსმენით მხარდაჭერისათვის, რომელიც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის, იმ სამართლებრივი ჩარჩოს შექმნისათვის აუცილებელია, რაც რეფორმების წარმატებით განხორციელებას, ასევე, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას და რაც მთავარია, ჩვენი სამხედროებისათვის სოციალური გარანტიების გაზრდას და დაწესებას განაპირობებს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რა თქმა უნდა, წინ მესამე მოსმენა დაგვრჩა, მაგრამ არსებითია მეორე მოსმენით განხილვა, ჩვენ გვქონდა საშუალება, საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიგვეცა, თუ რასთან არის „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი დაკავშირებული და ასევე, სამწუხაროდ, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის დისკრედიტაციის მცდელობები გვქონდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ეს მცდელობა მცდელობად დარჩა და ჩვენ აუცილებლად გვექნება კანონი, რომელიც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უზრუნველყოფს. ჩართულობა ძალიან მაღალი იყო, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების, ჩვენი ნატო-ელი პარტნიორების, აშშ-ს სპეციალური იურიდიული ჯგუფის, არასამთავრობო სექტორის და პრაქტიკულად, ფართო კონსენსუსის საფუძველზე შემუშავდა ეს პროექტი“, - განაცხადა გიორგაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის