ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება -  საქართველო ბლოკავს წინადადებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე შეთანხმებასთან დაკავშირებით

ქართული მხარე ბლოკავს ნებისმიერ წინადადებას ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

მათივე განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ ჟენევის დისკუსიებზე კვლავ ვერ გამოავლინა კონსტრუქციული მიდგომა დღის წესრიგში არსებული ძირითადი საკითხების გადაწყვეტაში.

აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ აღნიშნავს, რომ ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ დოკუმენტის კოორდინაციისა და შემდგომი ხელმოწერის აუცილებლობა არის დღის წესრიგის მთავარი საკითხი მედვედევ-სარკოზის შეთანხმების მე-6 პუნქტში ასახული პრინციპების შესაბამისად.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, რაუნდის მონაწილეებმა ადგილზე უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ რეგიონში ვითარება შედარებით მშვიდი და სტაბილურია, ასევე, ჰუმანიტარული საკითხები.

„აფხაზეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ხელახალი გააქტიურების შესახებ. შემდეგი ტური 2023 წლის 5-6 დეკემბერს არის დაგეგმილი“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა