უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს 10-მდე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც რუსებმა კიევზე თავდასასხმელად გამოიყენეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ზედიზედ მესამე დღეა, კიევს Shahed-ის საბრძოლო მასალით ესხმიან თავს. წუხელ ირანული დრონებით მასიური თავდასხმა მოხდა. უპილოტო საფრენ აპარატები დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით შევიდნენ. კიევის საჰაერო სივრცეში საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებით მტრის ათამდე სამიზნე გაანადგურეს“, - დაწერა პოპკომ „ტელეგრამზე“.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 - დაშავდა.