Reuters - ანტონიო გუტერეშმა ვლადიმერ პუტინს SWIFT-ის სისტემასთან წვდომის სანაცვლოდ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება შესთავაზა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „როსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანიის SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემასთან დაკავშირების სანაცვლოდ, მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება შესთავაზა, - ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთი იმუქრება, რომ შეწყვეტს მარცვლეულის შეთანხმებას, რომელსაც ვადა ორშაბათს ეწურება, რადგან საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტთან დაკავშირებით მისი რამდენიმე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსკოვის მთავარი მოთხოვნაა რუსული აგრარული ბანკის „როსელხოზბანკის“ SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის ქსელთან ხელახალი დაკავშირება, რომელიც ევროკავშირმა 2022 წლის ივნისში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო გათიშა.

„თუმცა, ევროკავშირი განიხილავს „როსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანიის SWIFT-თან დაკავშირებას, რათა სპეციალურად მარცვლეულისა და სასუქის ტრანზაქციები დაუშვას“, - განუცხადა Reuters ერთ-ერთმა წყარომ.

Reuters-ი წერს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიაში კომენტარს არ აკეთებენ, გაერო-ს პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ანტონიო გუტერეშმა სამშაბათს წერილი გაუგზავნა ვლადიმერ პუტინს, რომელშიც შესთავაზა გზა რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტის ხელშეწყობასთან და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით. მას წერილის დეტალებზე არ უსაუბრია.

რუსეთმა და უკრაინამ გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას ხელი 2022 წლის ივლისში მოაწერეს. შეთანხმება, გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქების მიზნით, უკრაინიდან შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლევა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ