უკრაინის გენშტაბი - 5 მიმართულებით მძიმე ბრძოლა გრძელდება

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 მიმართულებით 35-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.

გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს. სულ 15 „კამიკაძე“ დრონი გამოიყენეს.

„წარმატებული საბრძოლო მოქმედების შედეგად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა“, - აცხადებენ გენშტაბში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ 60 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ჯარების პოზიციებს და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 64-ჯერ გაუხსნა.

„სამწუხაროდ, არიან დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ გენშტაბში.

მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 6 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, 4 კი - საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი რუსების მართვის პუნქტი, 16 საარტილერიო საშუალება, 4 საზენიტო-სარაკეტო სისტემა და რადიოელექტრონული ბრძოლის 2 სადგური გაანადგურეს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს