რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ვაგნერის“ მიერ ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების გადაცემა დასრულებულია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების 2000-ზე მეტი ერთეული გადასცა და ახლა ამ ტექნიკის „ზურგში გადასროლა“ ხორციელდება.

უწყების განცხადებით, ამით „ვაგნერისგან“ შეიარაღების მიღება დასრულებულია.

„მიღებულია სამხედრო ტექნიკის 2000-ზე მეტი ერთეული, მათ შორის Т-90, Т-80-ს ტანკები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „გრადი“ და „ურაგანი“, საზენიტო და ნაღმმტყორცნელი კომპლექსები, საარტილერიო დანადგარები და სხვ. ასევე, „ვაგნერმა“ დაახლოებით 2500 ტონა საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღის 20 000 ერთეული ჩააბარა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა