მოლდოვა დსთ-ის დატოვების პროცედურებს იწყებს

მოლდოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვების პროცედურებს იწყებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალურმა კიშინოვმა, დსთ-ს სამი შეთანხმების გაუქმება გადაწყვიტა.

შეთანხმებები, რომელთა გაუქმებასაც მოლდოვა ითხოვს, დსთ-ს ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას და სასაზღვრო ძალებისთვის სპეცტექნიკის შეღავათიან ფასებში გადაცემას მოიცავს.

აღნიშნული შეთანხმებები მოლდოვამ დსთ-ს ქვეყნებთან 1990-იან წლებში გააფორმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს