კელი დეგნანი „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე - ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან

ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა, რომლებიც ძალადობას იყენებდნენ მშვიდობიანი კონცერტის აღსაკვეთად, განსაკუთრებით, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

„მინდა ლისის ტბაზე მომხდარის კომენტირებით დავიწყო. ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა, რომლებიც ძალადობას იყენებდნენ მშვიდობიანი კონცერტის აღსაკვეთად, განსაკუთრებით, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ. ადამიანები, შესაძლოა, ბევრ რამეს არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ქრისტიანული ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა თანაგრძნობას, სიყვარულს, ტოლერანტობასა და პატივისცემას ეხება. იმას, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, შარშან ვნახეთ, რომ პოლიციამ იცის, როგორ დაიცვას მოქალაქეები და გააკონტროლოს დემონსტრანტები.

„გასული კვირის, შაბათის მოვლენების წინა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის პერიმეტრზე ვერ შეიჭრებოდნენ და უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ფაქტობრივად, უმართავ ბრბოს საშუალება მიეცა თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრი ფეხით ევლო ძალადობისკენ მოწოდებებით. მათ საშუალება მიეცათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრში შეჭრილიყვნენ, არამედ დაერბიათ და გაენადგურებინათ საკუთრება პოლიციისგან რეაგირების გარეშე. სამწუხაროა თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე კოორდინირებული თავდასხმების სერია. რადიკალები, რომლებიც შაბათს ვნახეთ, იყვნენ იგივე რადიკალები, რომლებმაც მოაწყვეს ძალადობა 2021 წელს. ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, - აღნიშნა ელჩმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს