მიხაილო პოდოლიაკი - ომის დასრულების სამი ვარიანტი არსებობს: უკრაინის მოგება, წაგება, ან მინსკი 3, რომელიც ძალიან ნელ სიკვდილს ნიშნავს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ომის დასრულების სამ ვარიანტზე საუბრობს, რომელიც მოიცავს სცენარებს უკრაინის გამარჯვებით, დამარცხებით ან „მინსკი 3“-ით.

„ომის დასრულების მხოლოდ სამი ვარიანტია. პირველი: გავიმარჯვეთ და ამგვარად არსებობს უკრაინის სახელმწიფო, რომელიც სრულად დომინირებს რეგიონში და, შესაბამისად, ძალიან მკაფიო პარტნიორული ურთიერთობები ექნება. ის შეძლებს არმიის მოდერნიზებას და იმას, რომ ეფექტური არმია ჰყავდეს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, ამის პარალელურად იარსებებს დემილიტარიზაციის ზონა რუსეთის ფედერაციასთან, რუსეთის ფედერაციას ჩამოერთმევა გარკვეული დიაპაზონის რაკეტები და გაიმართება სამიტი რუსეთის ბირთვული არსენალის გასაკონტროლებლად.

პოდოლიაკის შეფასებით, მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს უკრაინის წაგება და „მაშინ უკრაინა თანდათან მოკვდება“ რამდენიმე წლის განმავლობაში.

„არის მესამე ვარიანტი: ჩვენ არ წავაგეთ, მაგრამ არის სადემარკაციო ხაზი - მინსკი-3. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ნელა მოკვდებით. ისინი შეგაერთებენ აპარატზე, რომელიც თქვენს სიცოცხლეს შეინარჩუნებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

მისი აზრით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში სახელმწიფოებრიობა აღარ იარსებებს.

„ამიტომ ყველაფერი დანარჩენი არის რაღაც ალტერნატიული ელემენტების პოვნის მცდელობა, რომელიც სადღაც რაღაცის გაგრძელების საშუალებას იძლევა. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი ვარიანტები - მოგება ან წაგება“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას