გიორგი გახარია - ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალური შესაძლო შედეგი მიიღო - საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო

ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალური შესაძლო შედეგი მიიღო. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს, რითაც ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტს გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა.

„რადგან ქართველი ხალხი მისკენ ისწრაფვის, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ,“ - წერს გახარია.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება