საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის განცხადებით, მას უკრაინელი სამხედროების მომზადების ევროპული მისიის გაფართოება და ამ მისიის უკრაინის ტერიტორიაზე გადაყვანა სურს, როცა ამისთვის „ხელსაყრელი გარემო“ იქნება შექმნილი.
კერძოდ, საუბარია უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებაზე და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ შეიარაღების მოწინავე სისტემების შესყიდვის თანადაფინანსებაზე.
„ევროკავშირმა კიევისთვის გამანადგურებლების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, მათ შორის რაკეტების, შესყიდვისთვის საჭირო დაფინანსება უნდა გაზარდოს,“ - ნათქვამია დიპლომატიური სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მისია გერმანიის და პოლონეთის ტერიტორიაზე არის დისლოცირებული.