რუსი გენერალ-მაიორის, ივან პოპოვის განცხადებით, გადაწყვეტილება მისი გადაყენების შესახებ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სამხედრო ხელმძღვანელობას უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ „სიმართლე გააცნო“

რუსეთის შეიარაღებული ძალების 58-ე საერთო საჯარისო არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორ ივან პოპოვის განცხადებით, გადაწყვეტილება მისი გადაყენების შესახებ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მან სამხედრო ხელმძღვანელობას უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ „სიმართლე გააცნო“.

კერძოდ, მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფრონტზე შექმნილი მძიმე ვითარებისა და „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ რუსულ არმიაში დაძაბულობის მატების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩემი გათავისუფლება იმის შემდეგ მოხდა, რაც მე ბრძოლის ველზე არსებულ პრობლემებზე, მათ შორის კონტრბატარეული ცეცხლის არარსებობაზე და ასევე უკრაინული შეტევების შედეგად დაღუპულების და დაჭრილების რეალურ ციფრებზე ვისაუბრე“, - ნათქვამია პოპოვის განცხადებაში.

ივან პოპოვის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში