გიგი წერეთელი - პედოფილიისა და მსგავსი დანაშაულის ჩამდენი ადამიანების დასასჯელად, საქართველოში შესაბამისი ინსტრუმენტები უნდა დაინერგოს

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საინიციატივო ჯგუფის მიერ „პედოფილიის შესახებ“ კანონის გამკაცრების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიმართვას ეხმაურება.

როგორც გიგი წერეთელი აღნიშნავს, საქართველოში არასრულწლოვანებზე ძალადობის, პედოფილიის, სექსუალური შევიწროებისა და შშმ მოზარდთა მიმართ ძალადობის მიმართულებით ძალიან მძიმე სტატისტიკა გვაქვს.

მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში 47, ხოლო წინა წლის მონაცემებით 580-ამდე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც მსგავსი დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს ან დასრულდა გამოძიება.

„როგორც ჩანს, არსებული კანონმდებლობა არ აღსრულდება ან ვერ მუშაობს კარგად, სწორედ ამიტომ იყო „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს, შეიქმნას საჯარო რეესტრი და გამოქვეყნდეს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც მსოფლიოში არსებობს მსგავსი დანაშაულის ჩამდენი ადამიანების დასასჯელად და შემდგომში, მათ შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. ახლა ამ საკითხთან მიმართებით, კიდევ უფრო გაფართოებულია ყურადღება, საკმაოდ კომპეტენტური ხალხისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე მიმართა პარლამენტს შესაბამისი მოთხოვნით, რომ დაიწყოს სწრაფი და ეფექტური მუშაობა ამ საკითხის მოსაგვარებლად“, - აცხადებს გიგი წერეთელი, რომლის კომენტარსაც პარტია „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება