უკრაინელი გენერალი - უკრაინამ აშშ-სგან კასეტური საბრძოლო მასალები მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან კასეტური საბრძოლო მასალები მიიღო, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოუყენებია, - ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ტავრიას“ მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ ახლახან მივიღეთ ისინი, ჯერ არ გამოგვიყენებია, მაგრამ მათ შეუძლიათ რადიკალურად შეცვალონ ბრძოლის ველი. მტერსაც ესმის, რომ ამ საბრძოლო მასალის მიღებით ჩვენ გვექნება უპირატესობა. მტერი დათმობს რელიეფის იმ ნაწილს, სადაც შესაძლებელია მისი გამოყენება“, - აღნიშნა უკრაინელმა მეთაურმა.

მისი თქმით, უმაღლესი ხელმძღვანელობა დაადგენს ტერიტორიებს, სადაც მისი გამოყენება იქნება შესაძლებელი. „ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი“, - დასძინა მან.

ტარნავსკიმ ხაზი გაუსვა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება აკრძალულია მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, თუნდაც რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებულზე.

„რუსები ფიქრობენ, რომ ჩვენ მას გამოვიყენებთ ფრონტის ყველა მონაკვეთზე, ეს ძალიან არასწორია. მაგრამ ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან“, - აღნიშნა ტარნავსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მან მიიღო რთული გადაწყვეტილება და კასეტური საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა