ირაკლი ლექვინაძე ავსტრიელ და გერმანელ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე გერმანიის ფედერალური კარტელური სამმართველოს უფროსს საქმისმწარმოებელს, OECD-ის ყოფილ ექსპერტს, საბინა ზიგელსკის და ავსტრიის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სტრატეგიული საკითხების დირექტორს, პოლ პისიაკს შეხვდა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„შეხვედრის ფარგლებში, ირაკლი ლექვინაძემ დეტალურად ისაუბრა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, რეფორმებზე. მიმდინარე და დასრულებულ მნიშვნელოვან საქმეებზე. საუბარი შეეხო 16-18 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილ II საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც საქართველოში გაიმართება.

შეხვედრაზე საბინა ზიგელსკიმ და პოლ პისიაკმა ირაკლი ლექვინაძეს საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე, კონცენტრაციების ეფექტიანი აღსრულების მიზნით შემუშავებული გზამკვლევი დოკუმენტი წარუდგინეს, რომელიც სააგენტოს საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით ხელს შეუწყობს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობის გაძლიერებაზე და სხვადასხვა აქტივობებში ერთობლივ თანამონაწილეობაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება