„როსატომის“ ხელმძღვანელი ზაპოროჟიეს სადგურის შესაძლო აფეთქებაზე - სრული იდიოტი უნდა იყო, რომ ააფეთქო სადგური, სადაც 3,5 ათასი ადამიანი მუშაობს, მათ შორის რუსეთიდან

რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ხელმძღვანელის, ალექსი ლიხაჩევის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება მოსკოვის გეგმებში არასდროს შედიოდა.

მისივე თქმით, კიევის მტკიცება რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებული ატომური ელექტროსადგურის შესაძლო აფეთქების შესახებ, უსაფუძვლოა და ასეთი უგუნური საქციელის ჩადენა მხოლოდ „სრულ იდიოტს“ თუ მოუვა თავში.

„ეს საინფორმაციო ომის ნაწილია. სრული იდიოტი უნდა იყო, რომ ააფეთქო სადგური, სადაც 3,5 ათასი ადამიანი მუშაობს, მათ შორის რუსეთიდან“, — განაცხადა ლიხაჩევმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე რეაქტორი დანაღმეს.

13 ივლისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტების მიერ სადგურის ინსპექტირების დროს მის ტერიტორიაზე ნაღმები ან ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოჩენილი არ არის, თუმცა ისინი დღემდე № 3 და № 4 რეაქტორების სახურავზე დაშვებას ელოდებიან.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება