ვიტალი ვანცევი - თბილისში რუსებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება

თბილისში რუსებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება, - ამის შესახებ ვნუკოვოს აეროპორტისა და ავიაკომპანია “აზიმუტის” თანამფლობელმა ვიტალი ვანცევმა რუსულ გამოცემა RBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი პარტნიორები Georgian Airways-იდან რუსი მგზავრებისთვის კარგ შეთავაზებებს აკეთებენ ტრანზიტის მხრივ, იხსნება რეისები ევროპაში - პარიზში, ნიცასა და რომში, სადაც ახლა პირდაპირი ფრენები დახურულია. შედეგად რუსები თბილისში მეოთხე კარგ სატრანზიტო კვანძს მიიღებენ - სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ… Georgian Airways-თან ერთად ვცდილობთ [ჰაბი] ისე ავაწყოთ, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს ჩვენი მგზავრებისთვის, რათა გადაჯდომა დროში მოკლე იყოს, საათი-საათნახევარი”, - განაცხადა ვანცევმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება