ვლადიმერ პუტინი - „ვაგნერის“ მეთაურებს შეხვედრაზე დასაქმების რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ - ბევრმა თავი დააქნია, მაგრამ პრიგოჟინმა თქვა: „არა, ბიჭები არ ეთანხმებიან ასეთ გადაწყვეტილებას“

კერძო სამხედრო კომპანიების დაკანონების საკითხი იოლი არ არის, ამაზე მთავრობამ და სახელმწიფო დუმამ უნდა იმსჯელონ, მაგრამ ჯერჯერობით იურიდიულად ასეთი კომპანიები, მათ შორის „ვაგნერი“ არ არსებობენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს!" - უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას, გააგრძელებს თუ არა ეს კომპანია არსებობას, როგორც საბრძოლო ერთეული. მისი განმარტებით, რუსეთში არ არსებობს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ „ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს“.

„[ვაგნერის] ჯგუფი არის, მაგრამ იურიდიულად არ არსებობს. ეს არის ცალკე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია რეალურ ლეგალიზაციასთან. მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო სათათბიროში, მთავრობაში. ეს არ არის ადვილი საკითხი“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, „ვაგნერის“ მეთაურებს შეხვედრაზე დასაქმების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის მათი უშუალო მეთაურის ხელმძღვანელობით, სახმისით „სედოი“ (ჭაღარა), რომლის ხელმძღვანელობითაც „ვაგნერის“ მებრძოლები ბოლო 16 თვის განმავლობაში მსახურობდნენ.

„ყველა მათგანს შეეძლო ერთ ადგილზე შეკრება და სამხედრო სამსახურის გაგრძელება და მათთვის არაფერი შეიცვლებოდა. ბევრმა თავი დააქნია, როცა ამას ვამბობდი და პრიგოჟინმა, რომელიც წინ იჯდა და ეს არ დაუნახავს, მოსმენის შემდეგ თქვა: ”არა, ბიჭები არ ეთანხმებიან ასეთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პუტინმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის