ჯო ბაიდენმა პენტაგონს ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტის გაგზავნის უფლება მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პენტაგონს უფლება მისცა, ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტი გააგზავნოს,­ - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

განკარგულების თანახმად, რეზერვისტები ოპერაცია Atlantic Resolve-ში ჩაერთვებიან, რომელიც ნატო-სა და მის აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს.

ახლახან ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება Atlantic Resolve-ს განსაზღვრავს, როგორც საგანგებო ოპერაციას, რომელიც რეზერვისტებს იგივე პრივილეგიას ანიჭებს, რასაც მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს.

აშშ-ს ევროპაში 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს განლაგებული. მათი რაოდენობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის