რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვორონეჟთან მიახლოებისას სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა.
მისი თქმით, თავდსხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ვორონეჟიდან რამდენიმე კილომეტრში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს სამი უპილოტო საფრენი აპარატი. მსხვერპლი და დაზიანებები არ ყოფილა“, - წერს გუსევი „ტელეგრამ“ არხზე.
ამასთან, კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
„ღამით ქალაქ კურჩატოვში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივი დაზიანდა. არავინ დაშავებულა“, - წერს რომან სტაროვოიტი „ტელეგრამ“ არხზე.