უკრაინამ ომში დაღუპული კიდევ 62 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხების კომისარზე, ოლეგ კოტენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„განხორციელდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოცემის პროცესი, რომლებმაც თავი უკრაინას შესწირეს. დღეს ახლობლებს 62 დამცველის ცხედარი დაუბრუნეს“, - განაცხადა კოტენკომ.
მისი თქმით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების რეპატრიაცია განხორციელდა რეინტეგრაციის სამინისტროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან არსებული გაერთიანებული ცენტრის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის, სხვა ძალოვანი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით.