გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებაზე“ - ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს პირისპირ რუსეთთან მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივოს ივანიშვილმა ძალაუფლება

ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს პირისპირ რუსეთთან მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივოს ივანიშვილმა ძალაუფლება, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მოსამართლეების სანქციებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კობახიძე ფაქტობრივად აანონსებს, რომ ქვეყნის მომავლისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში მოახვედრებს ქვეყანას.

„ეს განცხადება უბრალოდ სასაცილო იქნებოდა, კობახიძე ივანიშვილის მარიონეტი და მთავარი სპიკერი, რომ არ იყოს და ეს ხალხი რომ არ აკონტროლებდეს საქართველოს ბედს.

ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს პირისპირ რუსეთთან მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივოს ივანიშვილმა ძალაუფლება, ეს არის ამ განცხადების შინაარსი”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება