რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ის და პუტინი „ერთ აზრზე“ არიან შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, პუტინი მასთან “ერთ აზრზეა” მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებაზე. თურქეთის პრეზიდენტის სიტყვები თურქულ გამოცემა Daily Sabah-ს მოჰყავს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინი მასთან “ერთ აზრზეა,” რომ მარცვლეულის ინიციატივის მოქმედების ვადები უნდა გაგრძელდეს.

“აგვისტოში თურქეთში პუტინის შეხვედრისთვის ვემზადებით. ერთსა და იმავე აზრზე ვართ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე”, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო-სა და თურქეთის ძალისხმევების შედეგად შეთანხმება 17 ივლისის შემდეგ იქნება გახანგრძლივებული.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება