15 ივლისს, 13:00 საათზე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
მის: გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია
15 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ეწვევა. მთავრობის მეთაური შოვში, მთის დღეების ფარგლებში გამართულ ფესტივალს დაესწრება და ფესტივალზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.
15 ივლისს, 16:00 საათზე, კაჭრეთში, რია ქებურიას საგამოფენო სივრცეში, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის, ქრისტინე ტუსიაშვილის გამოფენა - „მრავალფეროვანი აზროვნება“ გაიხსნება.
15 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ცისნამი საყვარლიშვილის სადებიუტო წიგნის ,,წითელთმიანი გოგონას დღიური" პრეზენტაცია გაიმართება.
მის: გუდიაშვილის 7