იაპონიაში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ

იაპონიის პოლიცია საქართველოს ელჩზე თემურ ლეჟავაზე შესაძლო თავდასხმას იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ლეჟავას მძღოლმა პარასკევს, შუადღეს პოლიციას დაურეკა და განაცხადა, რომ საქართველოს საელჩოსთან მამაკაცმა მას საყელოში სტაცა ხელი.

მედიას პოლიციისა და საელჩოს მძღოლის სიტყვები მოჰყავს, რომ აღნიშნულმა მამაკაცმა ელჩის მანქანის წინ საკუთარი მანქანა გააჩერა და მძღოლის მხრიდან კარი გააღო.

ლეჟავას “ტვიტერ” პროფილზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, რომ მამაკაცი ელჩის მანქანაში ყოფს ხელს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ინციდენტის შედეგად მძღოლი და ელჩი არ დაშავებულან.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ინციდენტი სატრანსპორტო გაუგებრობას მოყვა. ამ მომენტში მამაკაცი დაკითხვაზე იმყოფება.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება