დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ქვემდგომების მხრიდან პირდაპირი კრიტიკის მზარდ პრობლემასთან გამკლავება მოუწევს.
ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, ამას 58-ე საერთო საჯარისო არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორის, ივან პოპოვის გადაყენება ადასტურებს.
„უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ჯარის მეთაურების გადაყენება სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან რეგულარულად ხდებოდა, მაგრამ პოპოვის გადაყენება იმით არის აღსანიშნავი, რომ ის კრიტიკის გამო და არა ბრძოლის ველზე ცუდი შედეგების გამო გაუშვეს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე უწყების ვარაუდით, პირდაპირი კრიტიკა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსთვის და გენშტაბის უფროსისთვის, გენერალ გერასიმოვისთვის უფრო და უფრო დიდი პრობლემა გახდება.