აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ქვეყნის მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტს დაუჭირა მხარი, რომელშიც უკრაინის უსაფრთხოებისთვის 300 მილიონი აშშ დოლარია ჩადებული

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ქვეყნის მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტს დაუჭირა მხარი, რომელშიც უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერაზე 300 მილიონი აშშ დოლარია ჩადებული.

მედიის ცნობით, ჩავარდა ხუთივე ცვლილებების პროექტი, რომელიც უკრაინისთვის დახმარების შემცირებასა ან საერთოდ შეწყვეტას ითვალისწინებდა.

„უკრაინის დახმარებისთვის გათვალისწინებული 300 მილიონი აშშ დოლარი - ეს ის თანხაა, რომლის გამოყოფას აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ითხოვდა, მაგრამ ამავდროულად 500$ მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია იმაზე, რაც წინა წელს იყო შეთანხმებული“, - იუწყება „ამერიკის ხმა“.

შეგახსენებთ, რომ შარშან აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინისთვის 800 მილიონი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება