ნიდერლანდების სამეფოში რიგგარეშე არჩევნები 22 ნოემბერს ჩატარდება

რიგგარეშე არჩევნები ნიდერლანდების სამეფოში 22 ნოემბერს ჩატარდება. ამის მიზეზი მმართველ კოალიციაში სამიგრაციო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა, რის გამოც, ქვეყნის მთავრობამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებლის, მარკ რიუტეს განცხადებით, ის მე-5 ვადით არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს და არჩევნების შემდეგ პოლიტიკას საერთოდ დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობას რიუტე 2010 წლის 14 ოქტომბრის შემდეგ იკავებდა - ეს ქვეყნის ისტორიაში ამ თანამდებობის დაკავების ხანგრძლივობის რეკორდული მაჩვენებელია.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება