ვოლოდიმირ ზელენსკი - სამხრეთ კორეის ლიდერთან გამართულ შეხვედრაზე მშვიდობის ფორმულის, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამხრეთ კორეის ლიდერთან, იუნ სოკ იოლთან გამართულ შეხვედრაზე, მშვიდობის ფორმულის, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტელეგრამ-არხზე გაავრცელა.

„დღეს უკრაინაში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და პირველი ლედი კიმ კონ ჰი, იმყოფებიან. ვიზიტის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნების ისტორიაში პირველია, ადამიანების ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს