ბენ უოლესი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვებას გეგმავს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, ის მთავრობას დატოვებს, როდესაც პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი სამთავრობო ცვლილებებს განახორციელებს.

მედიის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სექტემბერშია მოსალოდნელი.

ამასთან, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში, რომელიც მომდევნო 18 თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს.

ცნობისათვის, ბენ უოლესს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის პოსტი 4 წელია უკავია.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025