ვლადიმერ პუტინი - თუ ჩვენს წინააღმდეგ კასეტურ საბრძოლო მასალას გამოიყენებენ, სარკისებურად ვიმოქმედებთ

რუსეთი იტოვებს უფლებას მის წინააღმდეგ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას „სარკისებურად“ უპასუხოს. ამის შესახებ რუსეთს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„აქამდე ეს არ გაგვიკეთებია, არც გამოგვიყენებია და არც ასეთი საჭიროება გვქონია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობილი დეფიციტის მიუხედავად და გვაქვს საბრძოლო მასალაც, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ - ჩვენ სარკისებური ქმედების უფლებას ვიტოვებთ“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთს ასეთი ჭურვების საკმარისი მარაგი აქვს.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ეს გადაწყვეტილება საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო მიიღო.

”უკრაინის არმია საომარ მოქმედებებში დღეში ხუთ-ექვს ათასამდე, ვთქვათ, 155 მმ კალიბრის ჭურვებს ხარჯავს, ხოლო შეერთებული შტატები თვეში 15 ათასს წარმოებს. მათ არ აქვთ საკმარისი და ევროპასაც უკვე აღარ აქვს საკმარისი. კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შეთავაზებაზე უკეთესი ვერაფერი გამონახეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის