უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი სადაზვერვო ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკ მაქსიმ ხარლამოვის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერ ანატოლი სტეფან „შტირლიცზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, 2023 წლის 4 ივნისს მტრის მეთაური „წარმატებით იქნა დემილიტარიზებული“.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბარია ნიჟნი ნოვგოროდის 96-ე ცალკეული სადაზვერვო ბრიგადის მეთაურზე.
ცნობისათვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან უკრაინელებმა 237 680 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს.