ანონსი  17 ივლისი

17 ივლისს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლი იწყება - რას ითვალისწინებს გამკაცრებული სანქციები და ჯარიმები.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599726565

17 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ჰაერის ხარისხი საქართველოში, ძირითადი დამაბინძურებლები და ახალი რეგულაცია, რომლითაც სექტემბრიდან გზებზე გამონაბოლქვი გაკონტროლდება.

რეგულაციის მოსალოდნელი შედეგები“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოში ARIC Group-ის წარმომადგენლები სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

მის: სასტუმრო Radisson Blue Iveria (შეხვედრების ოთახი 3)

17 ივლისს, 15:00 საათზე, კამპანიის - „იცურე მშვიდად“ ინიციატორები ანა დოლიძე და ალეკო ცქიტიშვილი, თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე ე.წ. ჩანჩქერთან მედიისთვის საინფორმაციო ბრიფინგს გამართავენ.

თემა: კამპანიის „იცურე მშვიდად“ შედეგები 5 წლის თავზე.

მის: თბილისის ზღვა, ე.წ ჩანჩქერის ტერიტორია

საკონტაქტო: 599 937 676 / 598 002 110

17 ივლისს, 16:00 საათზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბათუმში, აჭარის არასამთავეობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

მის: სასტუმრო „ლე მერიდიან ბათუმი“

17 ივლისს, 16:00 საათზე, მცხეთაში, „ფლორიას“ ეზოში ფესტივალ Art-გენის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ფესტივალის 20 წლის საიუბილეო პროგრამის სიახლეები.

მის: სვეტიცხოვლის ავტოსადგომის მხრიდან შესასვლელი მტკვრის და არაგვის შესართავთან.

საკონტაქტო: მარი ონეზაშვილი - 599 18 07 44

17 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით ჰიბრიდულ ფორმატში ღია კარის დღეს გამართავს.

მის: ჩოლოყაშვილის გამზ. N⅗, T 102 დარბაზი

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
სილქნეტის ქსელში „90 დღიანი პაკეტები“ დაბრუნდა!